1. საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად განსახილველად. ამ ვადის გაშვების შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი არბიტრაჟში პაექრობამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
2. შეგეგებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარბიტრაჟო სარჩელს და პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
დ) პირვანდელი და შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
3. თუ შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი აღძრული და მიღებულია მთავარ საარბიტრაჟო სხდომის დროს, საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით შეიძლება საარბიტრაჟო სხდომის სხვა დროისათვის გადადება. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება სარბიტრაჟო მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 22. შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი
თავი IV — მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები
- მუხლი 27. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიიის მიღება
- მუხლი 26. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია
- მუხლი 190. საქმის განხილვის გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. უფლებამონაცვლეობა
- მუხლი 16. მტკიცებულებები
- მუხლი 17. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 20. საქმის მომზადება საარბიტრაჟო განხილვისათვის
- მუხლი 21. უარი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე და სარბიტრაჟო სარჩელის უმოძრაოდ დატოვება
- მუხლი 23. უარი შეპასუხებაზე
- მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
- მუხლი 25. მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 26. მთავარი სარბიტრაჟო სხდომა
- მუხლი 27. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 22, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-22/