1. პალატა არ მიიღებს სარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელი არ ექვემდებარება არბიტრაჟს;
ბ) არსებობს არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე (სარჩელზე) უარის თქმის, საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ სარბიტრაჟო სარჩელის (სარჩელის) ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) ამ ან სხვა არბიტრაჟის წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) დაინტერესებული პირის სახელით სარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
2. არბიტრაჟის უარი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელს არ უშლის საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომ განმეორებით მიმართოს არბიტრაჟს იმავე საარბიტრაჟო სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
3. თუ პალატის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია მე-19 მუხლიში მითითებული პირობების დარღვევით, ან მოსაკრებელი არ არის გადახდილი, თავისი განკარგულებით სარბიტრაჟო სარჩელი დატოვებს უმოძრაოდ, რასაც აცნობებს სარბიტრაჟო მოსარჩელეს და მისცემს მას ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს მითითებულ ხარვეზს, პალატის თავმჯდომარე გამოიტანს განკარგულებას ამ საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სარბიტრაჟო სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს