1. თუ პალატის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი შემოტანილია ამ თავით დადგენილი წესების დაცვით, და არ არსებობს 21-ე მუხლში მითითებული გარემოებები, იგი ამზადებს საქმეს საარბიტრაჟო განხილვისათვის.
2. საარბიტრაჟო წარმოების დაწყებნის მიზნით პალატის თავმჯდომარე:
ა) წინადადებას აძლევს მხარეებ დანიშნოს არბიტრი (არბიტრები) პალატის არბიტრთა სიიდან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია არბიტრების დანიშვნა მხარეთა მიერ.
ბ) გადაუგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელს და თანდართული საბუთების ასლებს, ხოლო თუ არბიტრებს ნიშნავენ მხარეები, აგრეთვე პალატის არბიტრთა სიას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ დანიშნული არბიტრის (არბიტრების) მითითებით.
გ) დაუნიშნავს საარბიტრაჟო მოპასუხეს 5 დღის ვადას წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარბიტრაჟო სარჩელისა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარბიტრაჟო სარჩელზე დართული საბუთების შესახებ.
3. სარბიტრაჟო მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:
ა) ცნობს თუ არა საარბიტრაჟო მოპასუხე სარბიტრაჟო სარჩელს;
ბ) თუ საარბიტრაჟო სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ;
გ) რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები;
დ) რა საშუალებებით აპირებს სარბიტრაჟო მოპასუხე სარბიტრაჟო სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს საარბიტრაჟო სარჩელის დასაშვებობას და ა.შ;
ე) ვინ შეიძლება ჩაებას განხილვაში თანამონაწილეებად;
ვ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული არბიტრაჟის სხდომაზე;
ზ) ხომ არ აქვს აცილება არბიტრის ან მთლიანად არბიტრაჟის მიმართ და თუ აქვს, რა საფუძვლით.
4. საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში.
5. სარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს არბიტრაჟს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები სარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
6. საარბიტრაჟო მოპასუხისაგან წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ პალატის თავმჯდომარეს 10 დღის ვადაში გამოაქვს განკარგულება საარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღების შესახებ, რითაც იწყება საარბიტრაჟო განხილვა და ნიშნავს არბიტრაჟის შემადგენლობას ან უარს ამბობს სარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღებაზ
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 20. საქმის მომზადება საარბიტრაჟო განხილვისათვის
თავი IV — მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადას
- ვადა ხუთი დღის განმავლობაში
- ვადა 5 დღის ვადაში
- ვადა 10 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. მხარეთა უფლებები
- მუხლი 14. თანამონაწილეობა
- მუხლი 15. უფლებამონაცვლეობა
- მუხლი 16. მტკიცებულებები
- მუხლი 17. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 21. უარი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე და სარბიტრაჟო სარჩელის უმოძრაოდ დატოვება
- მუხლი 22. შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 23. უარი შეპასუხებაზე
- მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
- მუხლი 25. მხარეთა გამოუცხადებლობა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 20, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-20/