1. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია სარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) პალატის დასახელება;
ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;
დ) საარბიტრაჟო მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოპასუხე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;
ე) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;
ვ) გარემოებები, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ზ) მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
თ) დავის საგნის ფასი, თუ შესაძლებელია მისი წინასწარ შეფასება;
ი) მითითება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;
კ) საარბიტრაჟო სარჩელის დართული საბუთების ნუსხა.
2. საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენიც საარბიტრაჟო მოპასუხეა. საარბიტრაჟო სარჩელს უნდა ერთოდეს აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. სარბიტრაჟო სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ არბიტრაჟმა მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე.
4. საარბიტრაჟო სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;
ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას.
5. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია ერთ საარბიტრაჟო სარჩელში გააერთიანოს პალატის განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე სარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ არა.
6. არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელში გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.
7. რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებისას, სარბიტრაჟო სარჩელის განმხილველ არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 19. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი
თავი IV — მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 26. შესაგებელი
- მუხლი 5. სარჩელი და შესაგებელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 181. სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ
- მუხლი 449. მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისათვის გადაგზავნა
- მუხლი 201. მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. მხარეთა ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. მხარეთა უფლებები
- მუხლი 14. თანამონაწილეობა
- მუხლი 15. უფლებამონაცვლეობა
- მუხლი 16. მტკიცებულებები
- მუხლი 17. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
- მუხლი 20. საქმის მომზადება საარბიტრაჟო განხილვისათვის
- მუხლი 21. უარი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე და სარბიტრაჟო სარჩელის უმოძრაოდ დატოვება
- მუხლი 22. შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 23. უარი შეპასუხებაზე
- მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 19, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-19/