1.  სამსახურს ქონებრივი ზიანის საკითხებზე წარედგინება სარჩელი რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით დამტკიცებულ ფორმას (დანართი №1.1). სამსახურს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
2. თუ სამსახურში შემოსული განცხადება შეიცავს მოთხოვნას მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სამსახური 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შეტყობინებას განმცხადებელს ამ მოთხოვნის სარჩელის დამტკიცებული ფორმით წარმოდგენის თაობაზე.

3
. სამედიცინო მედიაციის პროცესთ
ან დაკავშირებული დავების განმხილველი ორგანო ამოწმებს სამსახურში შემოსული სარჩელის შესაბამისობას ამ დებულებით დადგენილ სარჩელის ფორმასთან.

4.  იმ შემთხვევაში,თუ დად
გინდება სარჩელის შეუსაბამობა დამტკიცებული სარჩელის ფორმასთა
ნ, სამსახურს გამოაქვს დადგენილება ხარვეზის თაობაზე და მის გამოსასწორებლად მხარეს განუსაზღვრავს დადგენილების მხარისათვის ჩაბარებიდან
3 სამუშაო დღის ვადას.
5. იმ შემთხვევაში,თუ მოსარჩელე არ აღმოფხვრის ხარვეზს დადგენილ ვადაში, მაშინ სამსახური უარს აცხადებს სარჩელის განხილვაზე.

6. სარჩელის წარმოებაში მიღებიდან სარჩელი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

7. მოპასუხეს შეუძლია წარმოადგნოს შესაგებელი (დანართი №1.2), სარჩელის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამ დებულებით დამტიცებული ფორმის შესაბამისად. სამსახურს უნდა წარედგინოს შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოსარჩელეა.
8
. თუ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს შესაგებელს,სამსახური განაგრძობს საქმის განხილვას.
9
.  შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სარჩელის ცნობად.
10.
მხარეებს შეუძლიათ სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც უკავშირდება დავას ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.
11.     თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავის განხილვის
დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი/შეგებებული სარჩელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, გონივრულ ვადაში, თუ ამას სამსახური მიიჩნევს მიზანშეწონილად