1.  მედიაციის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში,შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურს
უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს დავასთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული, სარჩელთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

3. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ სამსახური
მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით, მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემა