1. სამსახური უფლებამოსილია სარჩელი განიხილოს და მიიღოს მხარეთა
თანასწორობაზე დამყარებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია კერძო ხასიათის ისეთ ქონებრივ დავაზე, რომელიც წარმოშობილია 2012 წლის 1 მარტის შემდგომ:
ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის;
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის.
2. სამსახური განიხილავს სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მ
იმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას,ამასთან:
ა)თუ
მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა;
ბ)თუ მხარეებს შორის არ არის დადებული ხელშეკრულება ან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, დავას განიხილავს სამსახური და გამოაქვს რეკომენდაცია. თუ მხარეები არ ეთანხმებიან რეკომენდაციას, დავის არსებით განხილვას, მხარის მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყებს სასამართლო.
3. თუ სამედიცინო მომსახურების/სამედიცინო დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, დავა შეიძლება განიხილოს სამსახურმა ან მხარეებმა პირდაპირ მიმართონ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა
მ შემთხვევაში სამსახური დავის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ მუხლის
მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე
პუნქტებში განხილული სქემით და გამოაქვს გადაწყვეტილება (თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან სამსახურის
მეშვეობით დავის განხილვაზე) ან გამოაქვს რეკომენდაცია (თუკი ასეთი შეთანხმება არ არსებობს).
4. სამსახური დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, რომლებიც პროცესის
წარმოებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.
5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
, „პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
, „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის
№80 დადგენილებით, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მ
იწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №
177 დადგენილებით და სხვა ნორმატიული აქტებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულების შესაბამისად