1.  მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება/ რეკომენდაცია ძალაში შედის მედიაციის საბჭოს მიერ მისი დადასტურების დღიდან.
2. ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება სამედიცინო მედიაციის პროცესის განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა)     მოსარჩელე უარს აცხადებს სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპასუხე წინააღმდეგია განხილვის შეწყვეტისა და სამსახური
მიიჩნევს, რომ მოპასუხეს აქვს დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) მხარეები შეთანხმდნენ სამსახურში მიმდინარე დავის განხილვის შეწყვეტაზე.

4. სამსახური ვალდებულია მიიღოს დადგენილება სამედიცინო მედიაციის პროცესის განხილვის შეწყვეტის შესახებ, კანონით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
5. განხილვის შეწყვეტის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში სამსახური ვალდებულია გამოიტანოს დადგენილება განხილვის შეწყვეტის შესახე