1. სამსახურის მიერ სარჩელის განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სამსახურს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამედიატორო შეთანხმებას.
2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, სამსახური მიიღ
ებს გადაწყვეტილებას შემდეგი ღონისძიებების განხორციელების თობაზე:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;
დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.
3
. სამსახურს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე