სამსახური სარჩელს არ განიხილავს,თუ:
ა) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ბ) სარჩელი შეტანილია განმეორებით იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იგივე საფუძვლით და გამოტანილია სამსახურის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია;
გ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
დ) სარჩელი შეტანილია
ქმედუუნარო პირის მიერ;
ე) დავა არ შეიძლება იყოს სამსახურის განხილვის საგანი;
ვ) სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ზ) იმ შემთხვევაში,თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს