დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) სამსახური –
დავების განმხილველი ორგანო, რომლის ფუნქციაა პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციას და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს
შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვა;
გ) მედიატორი – შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი;
დ) დავა – სამსახურის მიერ პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის წარმოშობილი კერძო ხასიათის დავა, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 161
მუხლის შესაბამისად შეიძლება განხილულ იქნეს სამსახურის მიერ;
ე) გადაწყვეტილება – მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე სამსახურის მიერ მიღებული
შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება;
ვ) რეკომენდაცია – სამსახურის მიერ მიღებული სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება;
ზ) ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი,რომელიც შეიძლება მოწვეულ იქნე
ს მედიაციის პროცესის მიმდინარეობის დროს;
თ) მედიაციის საბჭო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობების პირები და სხვა პირები;
ი) პირადი მატერიალური
განაცხადი – მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის, სამსახურში შემოსული განაცხადი;
კ) ელექტრონული განაცხადი – სამსახურის
ვებგვერდზე ან სხვა ფორმით მიღებული ელექტრონული განაცხადი;
ლ) სარჩელი – დებულები ს დანართი №1.1-ით
დამტკიცებული ფორმა;
მ) მოსარჩელე მხარე – სარჩელის წარმო
მდგენი პირი, რომელიც ითხოვს ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას;
ნ) მოპასუხე მხარე – მხარე, რომელიც სარჩელში დასახელებულია როგორც ქონებრივი ზიანის მიმყენებელი;
ო) სამედიატორო შეთანხმება – შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან განსახილველად გადასცენ სამსახურს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე;
პ) ქონებრივი ზიანი – ზიანი, რომელიც დაკავშირებულია ფულად ერთეულში გამოხატულ გარკვეულ მატერიალურ დანაკარგთან. ქონებრივი ზიანი არა მხოლოდ
იმ ზიანს მოიცავს,რომელიც მხარის საკუთრებას მიადგა, არამედ
იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს აგრეთვე მხარისათვის ჯანმრთელობის მოშლასთან
(შრომისუნარიანობის დაკარგვა და შემცირება)
, ჯანმრთელობის აღდგენასთან
(მაგ.
: პროტეზირება, განსაკუთრებული მოვლა, სამკურნალო ხარჯები),დაკრძალვის ხარჯებთან
და სხვა;
ჟ) წარმომადგენელი – პირი, რომელიც,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია წარადგინოს მხარე;
რ) მტკიცებულება – წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა-
განმარტება, ექსპერტის, სპეციალისტის
დასკვნა,კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება და სხვა;
ს) მესამე პირი – დაინტერესებული
პირი, რომლის მიმართ დავაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ან რომელიც აცხადებს მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე