1. პაციენტისათვის, რომლის სამედიცინო მომსახურება განხორციელდა სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ან პაციენტისათვის, რომლის სამედიცინო მომსახურება/სამედიცინო დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში და:
ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენა (პროცესი შექცევადია), სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ აუნაზღურდება მიყენებული ზიანი
;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯანმრთელობის აღდგენისათვის საჭირო გახდა დამატებითი მკურნალობა/რეაბილიტაცია – ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხასთან ერთად, პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი უხდის მკურნალობის/ რეაბილიტაციის ღირებულებას გაწეული/გასაწევი სამედიცინო მომსახურების ღირებულების მიხედვით;
გ) პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულად აღდგენა (პროცესი შეუქცევადია), სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება პაციენტის სასარგებლოდ:
გ.ა) ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;
გ.ბ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საჭირო გახდა დამატებითი მკურნალობა –
,,გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხასთნ ერთად, პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი უხდის დამატებით გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურს;
დ) თუ პაციენტს, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (შშმპ), პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნაზღურდება მიყენებული ზიანი და ენიშნება სარჩო;
ე) თუ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში ლეტარული შედეგი სამედიცინო დაწესებულების მიზეზითაა გამოწვეული, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება:
ე.ა) მხარის სასარგებლოდ – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
ე.ბ) მკვდრადშობადობის შემთხვევაში – 5000 ( ხუთი ათასი) ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პაციენტის სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას ბენეფიციარს გადახდილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე გადასახადი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ბენეფიციარის სასარგებლოდ გადახდილი მომსახურების საფასური.
3. თუ პაციენტის ქმედების შედეგად სამედიცინო დაწესებულებას მიადგა ქონებრივი ზიანი – პაციენტს დაეკისრება სამედიცინო დაწესებულების სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებ