1.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „დავების განმხილველი ცენტრი” (შემდგომში − DRC) წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,საქართველოს ბიზნესასოციაციის“ და პროფესიონალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომლის ფუნქციაა მოახდინოს საერთაშორისო და ადგილობრივი საარბიტრაჟო განხილვების ადმინისტრირება - DRC-ის პროცედურების ან წესების შესაბამისად.

1.2. საარბიტრაჟო დავას იხილავს ტრიბუნალი, რომელიც იქმნება კონკრეტული დავის განხილვისათვის.

1.3. DRC თავის ფუნქციებს ასრულებს სასამართლოს, დირექტორატისა და სამდივნოს მეშვეობით. DRC-ის სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია წესდებით
და ამ საარბიტრაჟო წესებით (შემდგომში − დებულება