1.

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს, მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ, უფლება აქვს:

ა)
მოსთხოვოს სამსახურს, გაასწოროს უსწორობ
ა, რომელიც დაშვებულ იქნა გადაწყვეტილებაში, მოცემულ გაანგარიშება
ში, აგრეთვე,მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი უსწორობანი
;
ბ) მოსთხოვოს სამსახურს, მისცეს განმარტება გადაწყვეტილებაზე/რეკომენდაციაზე
.
2. სამსახურმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოთხოვნის მიღებიდან 14
სამუშაო დღის ვადაში უნდა შეიტანოს გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება/შესწორება უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ნაწილია.
3.  სამსახური უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული უსწორობა
.
4. სამსახურს თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით, მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ, უფლება აქვს სამსახურის გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც გაცხადებული იყო მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას,მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში.
5. სამსახურმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
6. სამსახურს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს უსწორობა
, მისცეს განმარტება,გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან სამსახურის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში