1. არბიტრაჟი საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების სარბიტრაჟო სარჩელის და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის და ამის თაობაზე არბიტრაჟისათვის შეტყობინების შემდეგ