1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება (განკარგულება) თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია
თავი II — არბიტრაჟის უფლებამოსილება
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 დღის ვადაში
- ვადა 30 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. საარბიტრაჟო ხარჯები
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა და აცილება
- მუხლი 5. შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 7. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 11. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
- მუხლი 12. მხარეთა ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. მხარეთა უფლებები
- მუხლი 14. თანამონაწილეობა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 6, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-6/