1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისა თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე და არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ ასეთი განცხადება არბიტრაჟს უნდა წარედგინოს შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში, ან ამ ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
3. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში, რომელსაც არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
შპს"საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი" -ს დებულება · რედაქცია 23.02.2011
მუხლი 24. არბიტრაჟის კომპეტენცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 დღის ვადაში
- ვადა 30 დღის ვადაში
- ვადა 14 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. მხარეთა უფლებები
- მუხლი 19. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა
- მუხლი 20. თანამონაწილეობა არბიტრაჟში
- მუხლი 21. თანამონაწილეთა უფლებები
- მუხლი 22. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით
- მუხლი 23. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე
- მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 26. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი
- მუხლი 27. შეპასუხების გამოუყენებლობა
- მუხლი 28. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 29. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს"საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი" -ს დებულება“, მუხლი 24, №0, 23.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215747/muxli-24/