1. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ არბიტრაჟში სარჩელის შეტანა წერილობითი ფორმით.
2. მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს მხარეთა დასახელება და მისამართები, მოთხოვნა, გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას. საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაერთოს დანართში მითითებული საბუთების ასლები. საჭიროების შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია დაავალოს მოსარჩელს საბუთების დედნების წარმოდგენა, რომლებიც საქმის განხილვის დამთავრების შემდგომ დაუბრუნდება უკან.
3. სარჩელი და მასზე თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მოპასუხე და მესამე პირიც არის საქმეში.
4. სარჩელი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება მოპასუხეს, რომელსაც უფლება აქვს არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში წარადგინოს შესაგებელი სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე. შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად