1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) არბიტრაჟი დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
2. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში არბიტრაჟი შეაჩერებს საქმის წარმოებას საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
3. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო განხილვაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
4. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი IV. მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაშ