1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
2. მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.
3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
4. თუ ამ დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით დაგენილი შემთხვევებისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულნი არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
თავი IV — მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 20. საქმის მომზადება საარბიტრაჟო განხილვისათვის
- მუხლი 21. უარი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე და სარბიტრაჟო სარჩელის უმოძრაოდ დატოვება
- მუხლი 22. შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 23. უარი შეპასუხებაზე
- მუხლი 25. მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 26. მთავარი სარბიტრაჟო სხდომა
- მუხლი 27. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
- მუხლი 28. მხარეთა მორიგება
- მუხლი 29. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 24, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-24/