8.1. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი არბიტრაჟს წარედგინება და განიხილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა დაცით.
8.2. სარჩელის არბიტრაჟში შეტანიდან 5 დღის ვადაში დავის ერთი არბიტრის მიერ განხილვის შემთხვევაში არბიტრი, ხოლო დავის კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ამოწმებს:
8.2.1. სარჩელში აღნიშნულია თუ არა მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი წარმომადგენელს შეაქვს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონი, მათ შორის მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი;
8.2.2. მითითებულია თუ არა დავის საგანი, სარჩელის ფასი, მოსარჩელის მოთხოვნა, სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;
8.2.3. ერთვის თუ არა სარჩელს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.2.4. ერთვის თუ არა სარჩელს თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
8.2.5. თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს, ერთვის თუ არა მას წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.2.6. არის თუ არა სარჩელი ხელმოწერილი;
8.2.7. წარდგენილია თუ არა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
8.3. თუ არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია დებულების და ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, იგი გამოიტანს დადგენილებას ხარვეზის შესახებ და საარბიტრაჟო მოსარჩელეს განუსაზღვრავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში შეავსებს ხარვეზს, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოიტანს დადგენილებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დადგენილებით უარს ეტყვის საარბიტრაჟო მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას.
8.4. არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე მიღებულ საარბიტრაჟო სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნის მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში.
8.5. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ჩაბარებიდან საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად, თუ:
8.5.1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
8.5.2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
8.5.3. შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად დავა უფრო სწორად და სწრაფად გადაწყდება.
8.5.4. შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე ვრცელდება წინამდებარე დებულებით სარჩელის აღძვრისა და წარმოებაში მიღებისათვის დადგენილი ყველა მოთხოვნა.
8.6. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთობლივად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
8.6.1. საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
8.6.2. სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
8.6.3. სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
8.7. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. ამასთან, თანამონაწილეები სარგებლობენ ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით მხარეებისთვის მინიჭებული ყველა უფლებით
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
თავი III — საარბიტრაჟო განხილვა
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი
- მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 8, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-8/