2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2.2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.
2.3. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით, ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.4. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
2.5. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ საქართველოს კანონმდებლობიდან ანდა მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2.6. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით და წინამდებარე დებულებით.
2.7. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
2.8. კანონიერ ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად.
თავი II. საარბიტრაჟო მოსაკრებელ
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
თავი I — არბიტრაჟში სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი
- მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 2, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-2/