3.1. საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელს. მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელი დარჩება განუხილველი.
3.2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:
3.2.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი ქონებრივ დავებში განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 2%, მაგრამ იგი არ უნდა იყოს 500 (ხუთას) ლარზე ნაკლები, ხოლო 100 000 ლარზე მეტი დავის შემთხვევაში –1,5%;
3.2.2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს;
3.2.3. კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 300 (სამას) ლარს;
3.3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის განსხვავებულ ოდენობას 3.2.1. ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში ან/და მოსაკრებლის გადახდის განსხვავებულ წესს, დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ადგენს არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის წარმოებაში მიღების დადგენილებით.
3.3.1. ერთი მხარისათვის საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება ან მოსაკრებლის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლება მეორე მხარის არბიტრაჟის ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
3.4. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
3.4.1. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
3.4.2. მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის და თარჯიმნის გამოცხადების ხარჯები;
3.4.3. თარჯიმნის, სპეციალისტისა და ექსპერტისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
3.4.4. ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;
3.4.5. საჯარო შეტყობინებისათვის (პუბლიკაციისათვის) გაწეული ხარჯები;
3.4.6. სასამართლო წესით მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებული ხარჯები;
3.4.7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები.
3.5. მოწმეს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს აუნაზღაურდება არბიტრაჟში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობის და საცხოვრებელი სადგომის დაქირავებისთვის საჭირო ხარჯები და მიეცემა დღიური თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტისა და თარჯიმნის არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს წინასწარ იხდის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
3.6. თუ საარბიტრაჟო სარჩელში, სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
3.7. არბიტრაჟს (არბიტრს) ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა ან შეამციროს მისი ოდენობა.
3.8. არბიტრაჟს (არბიტრს), რომელიც აწარმოებს ადგილზე დათვალიერებას, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.9. არბიტრაჟის ხარჯები, დებულებით გთვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
3.10. იმ მხარის მიერ გაღებული არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, მისი მოთხოვნით ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მხარეთა მორიგების შემთხვევაში საპროცესო ხარჯი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ მხარეები მორიგების აქტით სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
3.11. მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით გადაწყვეტს არბიტრაჟი (არბიტრი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3.12. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის შუადგომლობით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს.
3.13. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უკან უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებელი არბიტრაჟის მიერ საქმის მომზადებისათვის გაწეული ხარჯების გამოკლებით.
3.14. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელის ნახევარს.
3.15. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ, მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეიძლება დაბრუნდეს მოსარჩელეს მთლიანად ან ნაწილობრივ.
თავი III. საარბიტრაჟო განხილვ
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი
თავი II — საარბიტრაჟო მოსაკრებელი
მთავარი მონაცემები
- თანხა 100 000 ლარზე
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 1,5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 3, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-3/