4.1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება წინამდებრე დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.
4.2. საარბიტრაჟო განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე და მდივანი.
4.3. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისთვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. არბიტრის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი
თავი III — საარბიტრაჟო განხილვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 4, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-4/