11.1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, არბიტრაჟის წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
11.2. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, დააზუსტოს საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
თავი III — საარბიტრაჟო განხილვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
- მუხლი 14. მტკიცებულებები
- მუხლი 15. არბიტრთა რაოდენობა
- მუხლი 16. არბიტრების დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 11, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-11/