15.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან.
15.2. არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
15.3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, საარბიტრაჟო სარჩელის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
15.4. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც იმავდროულად არის არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრის დანიშვნისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 5 დღეში.
15.5. თუ რომელიმე მხარის მიერ დანიშნული არბიტრი არასაპატიო მიზეზით არ ღებულობს მონაწილეობას საარბიტრაჟო დავის განხილვაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე შესთავაზებს მხარეს 5 დღის ვადაში დანიშნოს ახალი არბიტრი. თუ აღნიშნული ვადაში მხარე არ დანიშნავს ახალ არბიტრს, მას დანიშნავს მუდმივმოქედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
15.6. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 15. არბიტრთა რაოდენობა
თავი IV — არბიტრაჟის შემადგენლობა
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
- ვადა 10 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. არბიტრთა რაოდენობა
- მუხლი 15. არბიტრთა რაოდენობა
- მუხლი 8. არბიტრების წევრთა განსაზღვრა და დანიშვნა
- მუხლი 27. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
- მუხლი 37. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
- მუხლი 14. მტკიცებულებები
- მუხლი 16. არბიტრების დანიშვნა
- მუხლი 18. ვადები
- მუხლი 19. არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საპროცესო ვადები
- მუხლი 20. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ
- მუხლი 22. მხარეთა გამოუცხადებლობა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 15, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-15/