18.1.  საარბიტრაჟო-საპრცესო მოქმედება სრულდება კანონით და ამ დებულებით დადგენილ ვადებში.
18.2. საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში მიიღება არბიტრაჟში სარჩელის შემოტანიდან 5 დღის ვადაში, რის თაობაზეც საარბიტრაჟო დავის ერთპიროვნულად განმხილველ არბიტრს ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
18.3. თუ მხარეთა მიერ არ არის შეთანხმებული არბიტრის/არბიტრების დანიშვნის წესი, საქმეს არბიტრის/არბიტრების დანიშვნამდე ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. გზავნილი და უწყება მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს  ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით და განესაზღვროს გონივრული ვადა მოპასუხისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით და ამ დებულებით დადგენილი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებამოსილების განხორციელებისათვის, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
18.4. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე