24.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები. ასევე, მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
24.2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
24.3. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 24. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტებისათვის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები
თავი V — საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
თავი 6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებ
მთავარი მონაცემები
- ვადა 30 დღის ვადაში
- ვადა 60 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტებისათვის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები
- მუხლი 24. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტებისათვის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები
- მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 17. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. არბიტრების დანიშვნა
- მუხლი 18. ვადები
- მუხლი 19. არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საპროცესო ვადები
- მუხლი 20. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ
- მუხლი 22. მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა
- მუხლი 28. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები
- მუხლი 29. სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობა
- მუხლი 30. არბიტრაჟის შექმნისა და საქმიანობის შეწყვეტის წესი
- მუხლი 31. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის კომპეტენცია
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 24, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-24/