31.1. დავის არბიტრთა კოლეგიური შემადგენლობის მიერ განხილვის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
31.1.1. გადაწყვიტოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის გადავადების, განაწილვადების, ანდა საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირების საკითხი;
31.1.2. შეამოწმოს პასუხობს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელი ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით და წინამდებარე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
31.1.3. ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვიტოს ხარვეზის დადგენის საკითხი და საარბიტრაჟო მოსარჩელეს დადგენილებით განუსაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად;
31.1.4. დადგენილებით გადაწყვიტოს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი;
31.1.5. საარბიტრაჟო სარჩელის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში გადაუგზავნოს საარბიტრაჟო მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები;
31.1.6. გადაწყვიტოს არბიტრის დანიშვნის საკითხი ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულების 15.3-15.4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;
31.1.7. განახორციელოს ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი