31.1. დავის არბიტრთა კოლეგიური შემადგენლობის მიერ განხილვის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

31.1.1. გადაწყვიტოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის გადავადების, განაწილვადების, ანდა საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირების საკითხი;

31.1.2. შეამოწმოს პასუხობს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და წინამდებარე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;

31.1.3. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვიტოს ხარვეზის დადგენის საკითხი და საარბიტრაჟო მოსარჩელეს დადგენილებით განუსაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად;

31.1.4. დადგენილებით გადაწყვიტოს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი;

31.1.5. საარბიტრაჟო სარჩელის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში გადაუგზავნოს საარბიტრაჟო მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები;

31.1.6. გადაწყვიტოს არბიტრის დანიშვნის საკითხი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულების 15.3-15.4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;

31.1.7. განახორციელოს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებან