28.1. მხარეს/მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
28.1.1. სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს განჩინებაში მითითებულია „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45–ე მუხლის ,,ა.გ”; ,,ა.ე”; ან/და ,,ბ.ბ” ქვეპუნქტებზე;
28.1.2. მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;
28.1.3. არბიტრაჟის მიერ  მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა