1. მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით:
ა) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებზე;
ბ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;
გ) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა;
დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში;
ე) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ.
2. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა განახლდება და საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან იქნება განხილული