1. არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:
ა) არსებობს სასამართლოს ან სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ბ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
გ) მხარეები მორიგდნენ;
დ) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
ე) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
2. არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო არბიტრაჟს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაუნიშნოს მას წარმომადგენელი;
ბ) სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;
გ) საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული;
დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადდა;
ე) სასამართლოს ან სხვა არბიტრაჟის წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ვ) მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი;
ზ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
3. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს არბიტრაჟს ამ დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვით
შპს საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა · რედაქცია 13.01.2011
მუხლი 32. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 32. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 32. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 32. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 31. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 38. საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი
- მუხლი 27. შეპასუხების გამოუყენებლობა
- მუხლი 28. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 29. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 30. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 31. საქმის წარმოების შეჩერება
- მუხლი 33. გარდამავალი დებულებები
- მუხლი 34. დასკვნითი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა“, მუხლი 32, 13.01.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1179539/muxli-32/