1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მხარეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ არბიტრაჟს გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებაში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები.
2. არბიტრაჟმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს განცხადება და გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, არბიტრაჟი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეიტანს შესაბამის შესწორებას ან უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში, თავისი ინიციატივით გაასწოროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები.
4. მხარეებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ არბიტრაჟს, რათა მან სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტოს გადაწყვეტილების ბუნდოვანი საკითხები. განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
5. არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. მხარეებს უფლება აქვთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვონ არბიტრაჟს გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება