1. არბიტრაჟი მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს, თუ:

ა) საარბიტრაჟო პრეტენზია შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ბ) საარბიტრაჟო პრეტენზია დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება;

გ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, სხვა კერძო არბიტრაჟის ან სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) დაკმაყოფილდა პრეტენდენტის შუამდგომლობა საარბიტრაჟო პრეტენზიისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

2. თუ ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადდა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოწვეული არც ერთი მხარე, არბიტრაჟი გადადებს საქმის განხილვას, კიდევ ერთხელ მოიწვევს მხარეებს და გააფრთხილებს გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. თუ გაფრთხილებისა და განმეორებით მოწვევის მიუხედავად, არც ერთი მხარე არ გამოცხადდება, არბიტრაჟი საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს. ამ შემთხვევაში პრეტენდენტს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 25%.

3. საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვება არ ართმევს პრეტენდენტს უფლებას კვლავ წარადგინოს საარბიტრაჟო პრეტენზია განუხილველად დატოვების საფუძვლების აღმოფხვრის პირობი