10.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:

10.1.1. საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ ან ქმედუუნარო პირის წინააღმდეგ;

10.1.2. სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმეობაზე;

10.1.3. საარბიტრაჟო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი დარჩეს განუხილველი;

10.1.4. არც ერთი მხარე არ გამოცხადდა;

10.1.5. საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე;

10.1.6. არ არის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;

10.1.7. დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

10.2. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართ