4.1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება წინამდებრე დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

4.2. საარბიტრაჟო განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა დადამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე და მდივანი.

4.3. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისთვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. არბიტრის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი