2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2.2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.
2.3. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით, ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.4. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
2.5. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუ საქართველოს კანონმდებლობიდან ანდა მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2.6. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით და წინამდებარე დებულებით.
2.7. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
2.8.კანონიერძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად.
2.9. 10 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში არ არის აუცილებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს,თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.10. არბიტრაჟი 100 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.