9.1. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს მხარეთა შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით;
9.2. თუ მხარეთა შეთანხმებით დადგენილია დავის განხილვა არბიტრთა კოლეგიური შემადგენლობის მიერ, საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე აღძრული შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე შეიძლება განიხილოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ.
9.3. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და მათი აღსრულება დასაშვებია არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ ცნობის გარეშ