11.1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, არბიტრაჟის წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
11.2. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს საარბიტრაჟოსასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, დააზუსტოს საარბიტრაჟოსასარჩელო მოთხოვნ