1. არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით  არ მიიღებს საარბიტრაჟო პრეტენზიას განსახილველად, ან შეწყვეტს საარბიტრაჟო განხილვას თუ:

ა) არ არსებობს დავის საგანი;

ბ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით;

გ) პრეტენდენტმა უარი თქვა საარბიტრაჟო პრეტენზიაზე; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

დ) მხარეები მორიგდნენ;

ე) მხარე ფიზიკური პირის გარდაცვალებისას ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია;

ვ) საარბიტრაჟო რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

2. თუ საარბიტრაჟო განხილვა წყდება მორიგების საფუძველზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით ამტკიცებს მორიგებას, თუ მორიგების პირობები კანონს არ ეწინააღმდეგება. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. თუ ხარჯების განაწილების შესახებ მორიგებისას არ არის მხარეთა შეთანხმება, იგი განაწილდება მხარეებს შორის თანაბრად.

3. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 3 დღის ვადაში.

4. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შემდეგ იმავე საქმეზე და იმავე საფუძვლით დავის გადაწყვეტის მოთხოვნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის მიმართვა არ დაიშვება. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია არ მიიღოს და მხარეს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50