1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი, წარმომადგენლის ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებისა და არბიტრაჟში წარმოდგენისათვის გაღებული ხარჯები.

2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება:

ა) საარბიტრაჟო პრეტენზიაზე;

ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადებაზე;

გ) საჩივარზე, რომლითაც საჩივრდება არბიტრაჟის დადგენილება საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ.

3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართი 1-ის მიხედვით, რომელიც მტკიცდება შპს „დაცვა და ბიზნესის“ პარტნიორთა კრების ოქმით/პარტნიორის გადაწყვეტილებით და წარმოადგენს ამ რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს.

4. თუ ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია რეგლამენტის ტექსტის გაგზავნა მხარისათვის, მას ასევე უნდა გაეგზავნოს რეგლამენტის დანართი