1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიისათვის განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

დავის საგნის ღირებულება ლარებში;

საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ლარებში;

0-100 000, - 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა;

100 001-500 000,  - 1,8%, მაგრამ არანაკლებ 3000 ლარისა;

500 001-1000 000, - 1,5% , მაგრამ არანაკლებ 8000 ლარისა.

საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15000 ლარს.

2. თუ დავის საგნის ფულადი ღირებულების შეფასება შეუძლებელია ან რთულია, საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს 3000 ლარს.

3. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენისათვის შეადგენს 150 ლარს.

4. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟის დადგენილების გასაჩივრებისას შეადგენს 150 ლარს.

5. მხარის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალიწინებულ გადასახადებს (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით