1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით და ჩაირიცხება შპს „დაცვა და ბიზნესის“ ერთ-ერთ ანგარიშზე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მხარეს ანგარიშის რეკვიზიტები მისთვის მისაღები ფორმით.
2. თუ საარბიტრაჟო რეგლამენტის თანახმად მხარის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია დააბრუნოს იგი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დასაბრუნებელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო რეგლამენტით.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება ხდება მხარის იმ ანგარიშზე, რომელიც ცნობილია მუდმივმომქმედი არბიტრაჟისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით მოითხოვს თანხის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვას და მიუთითებს შესაბამისი ანგარიშის რეკვიზიტებ