1. არბიტრაჟი უარს იტყვის სარბიტრაჟო განხილვაზე, თუ:

ა) დავა, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს არბიტრაჟმა, არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი.

ბ) საქმესთან დაკავშირებული გარემოებები არბიტრაჟს აძლევს საფუძველს, რომ მოცემული საქმის განხილვა ურყოფითად იმოქმედებს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟის რეპუტაციაზე (მაგალითად, თუ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც დასრულებული არ არის და ეხება საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთა საქმიანობას და ა.შ.).

2. არბიტრაჟს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი თქვას საარბიტრაჟო განხილვაზე, ამ განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი უარი.

3. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%, მიუხედავად იმისა, თუ განხილვის რა ეტაპზე დაფიქსირდა უარი საარბიტრაჟო განხილვაზე.

4. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90