15.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან.

15.2.  5 000 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს არბიტრაჟი ერთი არბიტრის შემადგენლობით. (თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).

15.3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, საარბიტრაჟო სარჩელის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15.4. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც იმავდროულად არის არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრის დანიშვნისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 5 დღეში.

15.5. თუ რომელიმე მხარის მიერ დანიშნული არბიტრი არასაპატიო მიზეზით არ ღებულობს მონაწილეობას საარბიტრაჟო დავის განხილვაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე შესთავაზებს მხარეს 5 დღის ვადაში დანიშნოს ახალი არბიტრი. თუ აღნიშნული ვადაში მხარე არ დანიშნავს ახალ არბიტრს, მას დანიშნავს მუდმივმოქედი არბიტრაჟის თავმჯდომარ