13.1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ არბიტრაჟში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

13.2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ არბიტრაჟში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმისწარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

13.3. არბიტრაჟში მხარეების წარმომადგენლებად ასევე შეიძლება იყვნენ ადვოკატები და სხვა ქმედუნარიანი პირები. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაცია. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესი