16.1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის განმხილველ არბიტრად ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარე.
16.2. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის განმხილველ არბიტრად ინიშნება არბიტრაჟის თავჯდომარე.
16.3. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად. არბიტრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი