2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ამ დებულებით დადგენილი ფორმის განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები განმცხადებელს შეაქვს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირს – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

3. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება მოქალაქეობის საკითხზე წარდგენილ განცხადებასა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს წარდგენიდან 3 დღეში ელექტრონული ფორმით უგზავნის უშუალოდ სააგენტოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობა, წერილობითი ფორმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

4. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განცხადებისა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტების სააგენტოში ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია, ყოველი კვარტალის ბოლოს უზრუნველყოს განცხადებისა და დოკუმენტების ასევე წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

5. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობაზ