2. ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის სახელით, მისივე დავალებით, განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტებს ხელს აწერს სხვა პირი, რაც დასტურდება სანოტარო წესით ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.
3. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე შეიძლება დადასტურდეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ.
4. ამ დებულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის უფლებამოსილი პირის თანხმობის გამოხატვა და განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაშ